Saturday, March 29, 2014

   XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს გაერთიანებული სამეფო სამ ნაწილად დაიყო: ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად. ბაგრატიონთა სამეფო კარის რამდენიმე შტო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გამეფდა. ქართლის სამეფოს პირველი მეფე გახლდათ კონსტანტინე II (1479–1505), გაერთიანებული საქართველოს მეფის, ალექსანდრე I-ის შვილიშვილი (1412-1442) და მეფე დემეტრეს ვაჟი. შემდგომ ტახტი დაიკავა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის მუხრანბატონთა შტომ, რომლის პირველი წარმომადგენელი ქართლის მეფის დავით X-ის ძმა, ზემო ქართლის მეთაური, ბაგრატ მუხრანბატონი იყო.



ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიძიოთ დამატებითი მასალები და შევქმნათ ვებ-გვერდი, რომელიც ყველას დაეხმარება ისტორიის შემეცნებაში და არა ფაქტოლოგიის დაზუთხვაში