სწავლების ერთ-ერთი მეთოდია სიმულაცია, ანუ როლური თამაში, რომელიც განსაკუთრებულად სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, კერძოდ, უნდა შევქმნათ ხელოვნური სიტუაცია , რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, კერძოდ , ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი ჯგუფები (4 ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას XV XVIII საუკუნეებში . I ჯგუფი - ქართლის საეფო ; II ჯგუფი - კახეთის სამეფო ; III ჯგუფი-იმერეთის სამეფო ; IV -მესხეთი; ამგვარი აქტივობის დაგეგმვისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოხატონ თავისი დამოკიდებულებები , ემოციები , რომელიც ჩვენ დაგვეხმარა სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში და მასალის უკეთ ათვისებაში ;
როლური თამაშების ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ :
1. თავისუფალი და სპონტანური თამაშები, რომელსსაც თამასის მონაწილეები თამაშის დროს თავიანთი ფანტაზიით ქმნიან და უმეეტს შემთხვევაში ცვალებადი სცენარით თამაშობენ
2. რეგლამენტირებული როლური თამაში , რომლის დროსაც მოსწავლეები მისდევენ სცენარს, სწორეს ეს ტიპი იქნა ჩვენს მიერ შერჩეული , დავგეგმეთ ”თამაშის წესები” და ისე განვახორციელეთ ჩვენი აქტივობა;
როლური თამაშის მიზანი :

- ერთი და იმავე პრობლემის განსხვავევბული კუთხით შეხედვა და შეფასება , რაც ხელს უწყობს მოსწავლეების თვალსაწიერის განვითარებას;
- მიცემული როლი , ჯგუფების წევრებს მისცემს საშუალებას ჩაწვდნენ იმ გმირის ხასიათს ,ან პერიოდის მოვლენებს რომელიც მათ შეხვდათ , ამ შემთხვევასი მათ განუვითარდებათ ემფატია (თანაგანცდა)
- მოსწავლე გაანალიზებს და შეადარებს საქართველოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტზე;
- ინფორმაციის და გამოცდილებების როლური თამაშებით გადმოცემა;
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
- ტოლერატობისა და ემფატიის გრძნობების გამომუშავება
- კომუნიკაციის უნარის გამომუშავება;
- თვითრეალიზება;
- შესაძლო პერსპექტივის წარმოსახვა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება;
- სოციალური კომპეტენციის გამომუშავება ;
- მომზადება ;
- გათამაშება;
- განხილვა
No comments:
Post a Comment